суббота, 19 декабря 2015 г.

სესია № 5 - კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით კლასებში (V-VI კლასები)

სესიის მოკლე შინაარსი -



ვიდეოსესია წარმოადგენს ლექსიკური მარაგის სესიის პირველი ნაწილის გაგრძელებას. მასში წარმოდგენილია კიდევ ხუთი ეფექტური მეთოდი ლექსიკური მარაგის გამდიდრებისა და სიტყვებთან მუშაობისათვის. ეს მეთოდებია: ფანტაზიორები და რეალისტები, ცნების რუკა, ფრეიერის სქემა, დაკარგული სიტყვები, გასასვლელი ბარათები. ვიდეოსესიიდან, აგრეთვე, შეიტყობთ, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ სიტყვები, რომელთაც საკლასო ოთახში ვასწავლით და როგორ უნდა ჩავატაროთ ლექსიკური მარაგის დიაგნოსტიკური ტესტირება.    





საკითხავი მასალა-თავი V. ლექსიკური მარაგი. 
გვ. 165 – 206
http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=205



საშინაო დავალება-

1. შეარჩიეთ სამი აქტივობა და ჩაატარეთ თქვენს საკლასო ოთახში.

2. რომელი იყო მათგან საუკეთესო და რატომ?






სესია № 5 -,,სიტყვების წაკითხვის სწავლება'' (I-IV კლასები)


სესიის მოკლე შინაარსი


          გაწაფული მკითხველის ჩამოსაყალიბებლად მეტად ეფექტური და მოკლე გზაა სიტყვების წაკითხვის სწავლება. სიტყვების ცნობა და მათი ასო-ასო დეკოდირების გარეშე, მყისიერად ამოკითხვა კარგი მკითხველის ერთ-ერთი მთავარი უნარ-ჩვევაა.
ვიდეოსესიაში საუბარია იმის შესახებ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სიტყვების წაკითხვის სწავლებისთვის დროისა და ენერგიის დახარჯვა გაკვეთილებზე. პასუხი გაეცემა შეკითხვებს, თუ რომელი სიტყვები უნდა ვასწავლოთ და როგორ შევარჩიოთ ეს სიტყვები?
ნაჩვენებია სიტყვების წაკითხვის სწავლების ეფექტური საკლასო აქტივობები.
სესიის ბოლოს საუბარია სიტყვების წაკითხვის უნარის შეფასებაზე. 


საკითხავი მასალა  -  თავი III, ანბანისა და სიტყვების წაკითხვის სწავლება, გვ. 65 - 126
http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=205


საშინაო დავალება


1. მოცემული სიტყვები დაალაგეთ იმ თავნმიმდევრობით, როგორც შეიტანდით თქვენს მოსწავლეებთან: ერთი, თოვლი, მაგიდა, წიგნი, ზაფხული
2. შეარჩიეთ სესიაზე ნაჩვენებ აქტივობათაგან ორი და მოიფიქრეთ მათი ვარიაცია.















воскресенье, 6 декабря 2015 г.

სესია # 3 - ფონოლოგიური უნარ-ჩვევები

სესია # 4 - ერთობლივი კითხვა და ერთობლივი წერა















 
 

სესია № 2 (I-IV კლასები) (26.10.15)

 კითხვისა და წერის სწავლება პირველ კლასში.
    განვიხილეთ  საშინაო დავალება .გავიხსენეთ პირველი სესია.კითხვის სწავლების  კომპონენტები. ვუყურეთ ვიდეო სესიას.შევასრულეთ დავალებები და ქვიზები.
 დავგეგმეთ   ღია გაკვეთილები.




 





სესია № 5 5 სიტყვების წაკითხვის სწავლება (I-IV კლასი)