суббота, 5 марта 2016 г.

სესია #11 ლექსიკური მარაგის გამდიდრება 2

 სესიის მოკლე აღწერა: ვიდეოსესიაში გრძელდება საუბარი ლექსიკური მარაგის გამდიდრების მნიშვნელობასა და როლზე. შემოთავაზებულია ეფექტური აქტივობები, რომელთა გამოყენებაც მოსწავლეებს მნიშვნელოვანწილად გაუმდიდრებს ლექსიკურ მარაგს. ამ ვიდეოსესიაში წარმოდგენილია მეორე ფილმი ლექსიკური მარაგის შესახებ. 

სესიის   შინაარსი: 
ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტექსტების სიღრმისეული გაგება-გააზრებისთვის. ამ მიმართულებით მუშაობა მასწავლებელმა უნდა დაიწყოს სწავლების პირველივე ეტაპზე. ცნობილია, რომ რაც უფრო მდიდარი ლექსიკური მარაგი აქვს მოსწავლეს, მით უფრო სწრაფად და ეფექტურად იაზრებს წაკითხულ ტექსტს. მასწავლებელმა სიტყვების ათვისებაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი აქტივობები უნდა შესთავაზოს მოსწავლეებს. ვიდეოსესიაში სწორედ ასეთი ეფექტური მეთოდებია წარმოდგენილი. მასწავლებელი მოსწავლეებს სწორედ ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე ამუშავებს, განიხილავენ სხვადასხვა სიტყვას, უღრმავდებიან მათ მნიშვნელობებს.


საკითხავი მასალა:კითხვისსწავლებისსარესურსოწიგნი, გვ. 165-206
ბმული: http://kargiskola.ge/teacher.php#

воскресенье, 14 февраля 2016 г.

სესია № 10 კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით კლასებში (I-IV კლასები)

                                      ლექსიკური მარაგის გამდიდრება 1.სესია 10


                                                              სესიის აღწერილობა:
ვიდეოსესიაში საუბარია ლექსიკური მარაგის გამდიდრების მნიშვნელობასა და როლზე. შემოთავაზებულია რამდენიმე ეფექტური აქტივობა მოსწავლეების სიტყვებზე მუშაობის პროცესის გამრავალფეროვნებისთვის.   
ამ ვიდეოსესიაში წარმოდგენილია პირველი ფილმი.

                                                                  სესიის შინაარსი: 

ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე მუშაობა მასწავლებელმა უნდა დაიწყოს სწავლების პირველივე ეტაპზე. ცნობილია, რომ რაც უფრო მდიდარი ლექსიკური მარაგი აქვს მოსწავლეს, მით უფრო სწრაფად და ეფექტურად იაზრებს წაკითხულ ტექსტს. მასწავლებელმა  სიტყვების ათვისებაზე ორიენტირებული  მრავალფეროვანი აქტივობები უნდა შესთავაზოს მოსწავლეებს.
ვიდეოსესიაში სწორედ ასეთი ეფექტური მეთოდებია წარმოდგენილი. მასწავლებელი მოსწავლეებს სწორედ ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე ამუშავებს, განიხილავენ სხვადასხვა სიტყვას, უღრმავდებიან მათ მნიშვნელობებს.
ფილმის დასაწყისში კი საუბარია ლექსიკური მარაგის მნიშვნელობაზე, მისი სწავლების საჭიროებებსა და მეთოდებზე.


                                                                     საკითხავი მასალა: 

კითხვის სწავლების სარესურსო წიგნი, გვ. 165-206


                                                                               საშინაო დავალება
·         აიღეთ რომელიმე ტექსტი, რომლის დამუშავებასაც აპირებთ თქვენს მოსწავლებთან. ტექსტში შეარჩიეთ სიტყვები შემდეგი კატეგორიებისთვის:
o   სიტყვები, რომელთა მნიშვნელობა არ ეცოდინებათ მოსწავლეებს და რომელთა ცოდნაც აუცილებელია ტექსტის გააზრებისთვის
o   სიტყვები, რომელთა მნიშვნელობაც იციან მოსწავლეებმა და ამავდროულად საკვანძო მნიშვნელობა აქვთ ტექსტის გააზრებისთვის.
მოიფიქრეთ, როგორ დაამუშავებთ ამ სიტყვებს გაკვეთილზე. რომელ მათგანზე გააამახვილებთ ყურადღებას ტექსტის წაკითხვამდე, წაკითხვისას თუ წაკითხვის შემდეგ? მიღებული შედეგები განიხილეთ მასწავლებელთა ჯგუფში.

                                                                      სამუშაო მასწავლებლებისთვის
1. მოლოდინების გზამკვლევი - პოზიციების დაფიქსირება
o   თეზისი 1: სიტყვების მნიშვნელობებზე მუშაობის დროს ყველაზე ეფექტური სტრატეგიაა მასწავლებელმა პირდაპირ განუმარტოს მოსწავლეებს ახალი სიტყვების მნიშვნელობა.
o   თეზისი 2: ტექსტის წაკითხვამდე აუცილებელია დამუშავდეს ყველა შესაძლო გაუგებარი სიტყვა.

2. განიხილეთ ნანახი აქტივობები და იმსჯელეთ, თუ რა მიზანს ემსახურება თითოეული მათგანი, რომელ უნარებს ავითარებს და რაში ეხმარება იგი მოსწავლეებს.

სესია № 8/9 დიაგნოსტიკიური შეფასება სესია 8 / 9

                                                            სესის აღწერილობა:
ვიდეოსესიაში საუბარია დიაგნოსტიკური შეფასების რაობასა და მნიშვნელობაზე. ასევე ნაჩვენებია დიაგნოსტიკური ტესტირების ჩატარებისა და შედეგების ანალიზის პროცესი. 


                                                              სესიის შინაარსი :

  · დიაგნოსტიკური შეფასების დანიშნულება და ძირითადი მახასიათებლები;
·         დიაგნოსტიკური ტესტირების საფეხურები;
·         ტესტების მომზადება G-PriEd-ის ვებ-პორტალის საშუალებით;
·         დიაგნოსტიკური ტესტის ჩატარება;
ტესტირების შედეგების გაანალიზება და გამოყენება სასწავლო პროცესში. 



                                                             გადმოსაწერი ფაილები :

ამ ვიდეოსესიაზე საჭიროა პორტალზე განთავსებული ორი ფილმის ნახვა:
·         „კითხვის უნარის დიაგნოსტიკური შეფასება“ http://kargiskola.ge/tech_videos.php?videoid=reading5  
„მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრა. მოანცემთა ანალიზი“ http://kargiskola.ge/tech_videos.php?videoid=tlc2


                                                                      საკითხავი მასალა:

კითხვის სწავლების სარესურსო წიგნი (თითოეული კომპონენტის ბოლოს მოცემულია დიაგნოსტიკური ტესტების ნიმუშები)
ბმული: http://kargiskola.ge/teacher.php#

                                                                    საშინაო დავალება:

·         G-PriEd-ის ვებ-პორტალზე შეარჩიეთ და ჩაატარეთ დიაგნოსტიკური ტესტები თქვენს მოსწავლეებთან.
მიღებული შედეგები განიხილეთ მასწავლებელთა ჯგუფში.


                                                                 სამუშაო მასწავლებელბისთვის
დაწყვილდით კლასების მიხედვით (ერთი წყვილი - ერთი კლასი), შეარჩიეთ ერთ-ერთი ტესტი პორტალზე და გაითამაშეთ მისი ჩატარების პროცესი. წყვილში ერთმა მასწავლებლის როლი შეასრულოს, მეორემ - მოსწავლის. წარუდგინეთ მოდელირებული ვარიანტი კოლეგებს.