воскресенье, 14 февраля 2016 г.

სესია № 10 კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით კლასებში (I-IV კლასები)

                                      ლექსიკური მარაგის გამდიდრება 1.სესია 10


                                                              სესიის აღწერილობა:
ვიდეოსესიაში საუბარია ლექსიკური მარაგის გამდიდრების მნიშვნელობასა და როლზე. შემოთავაზებულია რამდენიმე ეფექტური აქტივობა მოსწავლეების სიტყვებზე მუშაობის პროცესის გამრავალფეროვნებისთვის.   
ამ ვიდეოსესიაში წარმოდგენილია პირველი ფილმი.

                                                                  სესიის შინაარსი: 

ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე მუშაობა მასწავლებელმა უნდა დაიწყოს სწავლების პირველივე ეტაპზე. ცნობილია, რომ რაც უფრო მდიდარი ლექსიკური მარაგი აქვს მოსწავლეს, მით უფრო სწრაფად და ეფექტურად იაზრებს წაკითხულ ტექსტს. მასწავლებელმა  სიტყვების ათვისებაზე ორიენტირებული  მრავალფეროვანი აქტივობები უნდა შესთავაზოს მოსწავლეებს.
ვიდეოსესიაში სწორედ ასეთი ეფექტური მეთოდებია წარმოდგენილი. მასწავლებელი მოსწავლეებს სწორედ ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე ამუშავებს, განიხილავენ სხვადასხვა სიტყვას, უღრმავდებიან მათ მნიშვნელობებს.
ფილმის დასაწყისში კი საუბარია ლექსიკური მარაგის მნიშვნელობაზე, მისი სწავლების საჭიროებებსა და მეთოდებზე.


                                                                     საკითხავი მასალა: 

კითხვის სწავლების სარესურსო წიგნი, გვ. 165-206


                                                                               საშინაო დავალება
·         აიღეთ რომელიმე ტექსტი, რომლის დამუშავებასაც აპირებთ თქვენს მოსწავლებთან. ტექსტში შეარჩიეთ სიტყვები შემდეგი კატეგორიებისთვის:
o   სიტყვები, რომელთა მნიშვნელობა არ ეცოდინებათ მოსწავლეებს და რომელთა ცოდნაც აუცილებელია ტექსტის გააზრებისთვის
o   სიტყვები, რომელთა მნიშვნელობაც იციან მოსწავლეებმა და ამავდროულად საკვანძო მნიშვნელობა აქვთ ტექსტის გააზრებისთვის.
მოიფიქრეთ, როგორ დაამუშავებთ ამ სიტყვებს გაკვეთილზე. რომელ მათგანზე გააამახვილებთ ყურადღებას ტექსტის წაკითხვამდე, წაკითხვისას თუ წაკითხვის შემდეგ? მიღებული შედეგები განიხილეთ მასწავლებელთა ჯგუფში.

                                                                      სამუშაო მასწავლებლებისთვის
1. მოლოდინების გზამკვლევი - პოზიციების დაფიქსირება
o   თეზისი 1: სიტყვების მნიშვნელობებზე მუშაობის დროს ყველაზე ეფექტური სტრატეგიაა მასწავლებელმა პირდაპირ განუმარტოს მოსწავლეებს ახალი სიტყვების მნიშვნელობა.
o   თეზისი 2: ტექსტის წაკითხვამდე აუცილებელია დამუშავდეს ყველა შესაძლო გაუგებარი სიტყვა.

2. განიხილეთ ნანახი აქტივობები და იმსჯელეთ, თუ რა მიზანს ემსახურება თითოეული მათგანი, რომელ უნარებს ავითარებს და რაში ეხმარება იგი მოსწავლეებს.

სესია № 8/9 დიაგნოსტიკიური შეფასება სესია 8 / 9

                                                            სესის აღწერილობა:
ვიდეოსესიაში საუბარია დიაგნოსტიკური შეფასების რაობასა და მნიშვნელობაზე. ასევე ნაჩვენებია დიაგნოსტიკური ტესტირების ჩატარებისა და შედეგების ანალიზის პროცესი. 


                                                              სესიის შინაარსი :

  · დიაგნოსტიკური შეფასების დანიშნულება და ძირითადი მახასიათებლები;
·         დიაგნოსტიკური ტესტირების საფეხურები;
·         ტესტების მომზადება G-PriEd-ის ვებ-პორტალის საშუალებით;
·         დიაგნოსტიკური ტესტის ჩატარება;
ტესტირების შედეგების გაანალიზება და გამოყენება სასწავლო პროცესში. 



                                                             გადმოსაწერი ფაილები :

ამ ვიდეოსესიაზე საჭიროა პორტალზე განთავსებული ორი ფილმის ნახვა:
·         „კითხვის უნარის დიაგნოსტიკური შეფასება“ http://kargiskola.ge/tech_videos.php?videoid=reading5  
„მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრა. მოანცემთა ანალიზი“ http://kargiskola.ge/tech_videos.php?videoid=tlc2


                                                                      საკითხავი მასალა:

კითხვის სწავლების სარესურსო წიგნი (თითოეული კომპონენტის ბოლოს მოცემულია დიაგნოსტიკური ტესტების ნიმუშები)
ბმული: http://kargiskola.ge/teacher.php#

                                                                    საშინაო დავალება:

·         G-PriEd-ის ვებ-პორტალზე შეარჩიეთ და ჩაატარეთ დიაგნოსტიკური ტესტები თქვენს მოსწავლეებთან.
მიღებული შედეგები განიხილეთ მასწავლებელთა ჯგუფში.


                                                                 სამუშაო მასწავლებელბისთვის
დაწყვილდით კლასების მიხედვით (ერთი წყვილი - ერთი კლასი), შეარჩიეთ ერთ-ერთი ტესტი პორტალზე და გაითამაშეთ მისი ჩატარების პროცესი. წყვილში ერთმა მასწავლებლის როლი შეასრულოს, მეორემ - მოსწავლის. წარუდგინეთ მოდელირებული ვარიანტი კოლეგებს. 

სესია №8 კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით კლასებში (I-IV კლასები)

                            გაწაფული/გამართული კითხვა. ნაწილი 2, სესია 8


                                              სესიის შინაარსი:

ვიდეოსესიაში გრძელდება საუბარი გაწაფული ანუ გამართული კითხვის შესახებ. წარმოდგენილია გაწაფული კითხვის უნარის გასავარჯიშებელი სამი ეფექტური აქტივობა:
1.      მკითხველთა თეატრი მეტად სახალისო, საინტერესო და მოსწავლეთათვის მოტივაციის აღმძვრელი მეთოდია, რომელშიც ხალისით ერთვებიან როგორც პატარა მკითხველები, ასევე V-VI კლასელი მოსწავლეებიც. ვიდეოსესიაში წარმოდგენილია მეთოდის ორი ვარიაცია.
2.      კითხვა აუდიოჩანაწრის დახმარებით. მოსწავლეები კითხულობენ სინქრონულად მსახიობის აუდიოჩანაწერთან ერთად. წარმოდგენილია მეთოდის რამდენიმე ვარიაცია.
აუდიოჩანაწერის გაკეთება. მოსწავლეები აკეთებენ საკუთარი წაკითხულის აუდიოჩანაწერს, უსმენენ მას და აფასებენ.


                                                              საკითხავი მასალა:


კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე, სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებული.
თავი IV. გაწაფული/გამართული კითხვა. გვ. 127-164
ბმული: http://kargiskola.ge/teacher.php#

                                                               საშინაო დავალება:

·         შეარჩიეთ ტექსტი და გადაამუშავეთ მკითხველთა თეატრის აქტივობისთვის;
·         ჩაატარეთ მკითხველთა თეატრი;
გააკეთებინეთ რამდენიმე მოსწავლეს საკუთარი წაკითხულის აუდიოჩანაწერი.

სესია №7 კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით კლასებში (V-VI კლასები)

                                               სესიის დასახელება:


                       საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრება, სესია 7


                                               სესიის აღწერილობა:

ვიდეოსესია შეეხება საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების სტრატეგიების სწავლებას კონკრეტული გაკვეთილის მაგალითზე. მიმოხილულია საინფორმაციო ტექსტების დასამუშავებლად გამოყენებული მრავალფეროვანი რესურსი.


                                                  სესიის შინაარსი:

·         რა მნიშვნელობა აქვს  საინფორმაციო-შემეცნებით ტექსტებზე მუშაობას გაგება-გააზრების უნარის განვითარებისათვის?
·         რა მახასიათებლები უნდა ჰქონდეს საინფორმაციო ტექსტს, რომელსაც მოსწავლეებთან ვიყენებთ?
როგორ ვამუშაოთ მოსწავლეები საინფორმაციო-შემეცნებით ტექსტებზე?


                                                          საკითხავი მასალა:
                                                                   

კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე, სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებული.
·         თავი 6. გაგება-გააზრება. გვ. 207-290
·         დანართი. ვიზუალური სქემები და გრაფიკული ორგანიზატორები. გვ. 349-411
ბმული: http://kargiskola.ge/teacher.php#


                                                       საშინაო დავალება:

·         შეარჩიეთ ერთი ან რამდენიმე საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტი G-PriEd-ის პაკეტიდან და დაგეგმეთ სამფაზიანი გაკვეთილი.
დაწერეთ მოკლე პედაგოგიური რეფლექსია ჩატარებული გაკვეთილისა და მისი შედეგების შესახებ.











სესია №7 კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით კლასებში (I-IV კლასები)

                                                       სესიის დასახელება : 

გაწაფული/გამართული კითხვა. ნაწილი 1, სესია 7

                                                                       შინაარსი:

რა უნდა ახასიათებდეს გაწაფულ  მკითხველს და როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს კითხვის გაწაფვაში?
ამ სესიაში დაწვრილებითაა საუბარი გაწაფული კითხვის მახასიათებლებზე და იმაზე, თუ რა შეღავათს აძლევს იგი მოსწავლეს უკეთესი შედეგების მიღწევის გზაზე ყველა საგანში.
გაწაფული კითხვის თემას ორი სესია ეთმობა. პირველ სესიაში საუბარია გაწაფული კითხვის რაობასა და საჭიროებაზე. წარმოდგენილია ორი მეტად ეფექტური აქტივობა, რომლებიც ეხმარება მოსწავლეებს გაწაფულ მკითხველებად ჩამოყალიბებაში. ეს აქტივობებია გამეორებითი წაკითხვა და ურთიერთწაკითხვა.



                                                                საკითხავი მასალა :



კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე, სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებული.
თავი IV. გაწაფული/გამართული კითხვა. გვ. 127-164
ბმული: http://kargiskola.ge/teacher.php#


                                                                          საშინაო დავალება:


·საკუთარ მოსწავლეებთან ჩაატარეთ გამეორებითი კითხვის აქტივობა. შემდეგ სესიაზე წარმოადგინეთ აღრიცხვის ფურცლები;
ჩაატარეთ ურთიერთწაკითხვის აქტივობა. მოსინჯეთ დაწყვილების სხვადასხვა ვარიანტი.

























სესია № 6 კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით კლასებში (V-VI კლასები)

          წაკითხულის გაგება-გააზრება

   სესიის აღწერილობა:

ვიდეოსესია შეეხება გაგება-გააზრების უნარის განვითარებას და კითხვის სტრატეგიების სწავლებას. საუბარია გაგება-გააზრების შემაფერხებელი ფაქტორების შესახებ. ნაჩვენებია მხატვრული/თხრობითი ტექსტის გაგება-გააზრების სამფაზიანი გაკვეთილი. წარმოდგენილია საბაზისო მეთოდური რეკომენდაციები გაგება-გააზრების უნარის განვითარებისათვის.


სესიის შინაარსი:


    ·         რა არის გაგება-გააზრება და როგორ ვითარდება ეს უნარი?
·         გაგება-გააზრების შემაფერხებელი რამდენიმე ძირითადი ფაქტორი
·         გააზრების სამფაზიანი მოდელი: წაკითხვამდე, კითხვის დროს, წაკითხვის შემდეგ 
·         დისკუსია, როგორც გააზრების სწავლების ეფექტური მეთოდი
11 მეთოდური რეკომენდაცია მოზარდ მკითხველთა გაგება-გააზრების უნარის განსავითარებლად


საკითხავი მასალა:

კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე, სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებული. თავი 6, გაგება-გააზრება. გვ. 207-290, დანართი. ვიზუალური სქემები და გრაფიკული ორგანიზატორები. გვ. 349-411
ბმული: http://kargiskola.ge/teacher.php#

საშინაო დავალება:

გაიხსენეთ გაკვეთილის სამივე ფაზა. შეარჩიეთ თითოეული ფაზისთვის აქტივობები, რომელთა  გამოყენებითაც მოსწავლეებს დაამუშავებინებდით იმავე („მე და ანა“) ანდა მსგავს ტექსტს.
სამუშაო მასწავლებლებისთვის 1
·         როგორ გაააქტიურა მასწავლებელმა მოსწავლეთა წინარე ცოდნა? როგორ გააცნო ლექსიკური ერთეულები? როგორ წარუდგინა ტექსტი?
·         როგორ გამოიყენებს მასწავლებელი გამოწვევის აქტივობებს ტექსტზე მუშაობისათვის?
·         რა ალტერნატიულ აქტივობებს გამოიყენებდით წაკითხვამდე ფაზაზე თქვენ?
სამუშაო მასწავლებლებისთვის 2
·         რას აკეთებდა დისკუსიის მსვლელობისას მასწავლებელი?
როგორ იქცეოდნენ მოსწავლეები?
·         კიდევ რა ელემენტებით შეიძლებოდა ამ ფაზაზე განხორციელებული აქტივობების გამდიდრება?
სამუშაო მასწავლებლებისთვის 3
·         დაფიქრდით და იმსჯელეთ გაკვეთილის ამ ფაზაზე განხორციელებული მეთოდებისა და რესურსების ეფექტურობის შესახებ.