суббота, 19 декабря 2015 г.

სესია № 5 - კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით კლასებში (V-VI კლასები)

სესიის მოკლე შინაარსი -



ვიდეოსესია წარმოადგენს ლექსიკური მარაგის სესიის პირველი ნაწილის გაგრძელებას. მასში წარმოდგენილია კიდევ ხუთი ეფექტური მეთოდი ლექსიკური მარაგის გამდიდრებისა და სიტყვებთან მუშაობისათვის. ეს მეთოდებია: ფანტაზიორები და რეალისტები, ცნების რუკა, ფრეიერის სქემა, დაკარგული სიტყვები, გასასვლელი ბარათები. ვიდეოსესიიდან, აგრეთვე, შეიტყობთ, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ სიტყვები, რომელთაც საკლასო ოთახში ვასწავლით და როგორ უნდა ჩავატაროთ ლექსიკური მარაგის დიაგნოსტიკური ტესტირება.    





საკითხავი მასალა-თავი V. ლექსიკური მარაგი. 
გვ. 165 – 206
http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=205



საშინაო დავალება-

1. შეარჩიეთ სამი აქტივობა და ჩაატარეთ თქვენს საკლასო ოთახში.

2. რომელი იყო მათგან საუკეთესო და რატომ?






Комментариев нет:

Отправить комментарий