სესიის მოკლე აღწერა: ვიდეოსესიაში გრძელდება საუბარი ლექსიკური მარაგის გამდიდრების მნიშვნელობასა და როლზე. შემოთავაზებულია ეფექტური აქტივობები, რომელთა გამოყენებაც მოსწავლეებს მნიშვნელოვანწილად გაუმდიდრებს ლექსიკურ მარაგს. ამ ვიდეოსესიაში წარმოდგენილია მეორე ფილმი ლექსიკური მარაგის შესახებ.
სესიის შინაარსი:
სესიის შინაარსი:
ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტექსტების სიღრმისეული გაგება-გააზრებისთვის. ამ მიმართულებით მუშაობა მასწავლებელმა უნდა დაიწყოს სწავლების პირველივე ეტაპზე. ცნობილია, რომ რაც უფრო მდიდარი ლექსიკური მარაგი აქვს მოსწავლეს, მით უფრო სწრაფად და ეფექტურად იაზრებს წაკითხულ ტექსტს. მასწავლებელმა სიტყვების ათვისებაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი აქტივობები უნდა შესთავაზოს მოსწავლეებს. ვიდეოსესიაში სწორედ ასეთი ეფექტური მეთოდებია წარმოდგენილი. მასწავლებელი მოსწავლეებს სწორედ ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე ამუშავებს, განიხილავენ სხვადასხვა სიტყვას, უღრმავდებიან მათ მნიშვნელობებს.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий