ლექსიკური მარაგის გამდიდრება 1.სესია 10
სესიის აღწერილობა:
ვიდეოსესიაში საუბარია ლექსიკური
მარაგის გამდიდრების მნიშვნელობასა და როლზე. შემოთავაზებულია რამდენიმე ეფექტური
აქტივობა მოსწავლეების სიტყვებზე მუშაობის პროცესის გამრავალფეროვნებისთვის.
ამ ვიდეოსესიაში წარმოდგენილია პირველი ფილმი.
სესიის შინაარსი:
ლექსიკური
მარაგის გამდიდრებაზე მუშაობა მასწავლებელმა უნდა დაიწყოს სწავლების პირველივე
ეტაპზე. ცნობილია, რომ რაც უფრო მდიდარი ლექსიკური მარაგი აქვს მოსწავლეს, მით
უფრო სწრაფად და ეფექტურად იაზრებს წაკითხულ ტექსტს. მასწავლებელმა სიტყვების ათვისებაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი აქტივობები უნდა შესთავაზოს
მოსწავლეებს.
ვიდეოსესიაში
სწორედ ასეთი ეფექტური მეთოდებია წარმოდგენილი. მასწავლებელი მოსწავლეებს სწორედ
ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე ამუშავებს, განიხილავენ სხვადასხვა სიტყვას,
უღრმავდებიან მათ მნიშვნელობებს.
ფილმის დასაწყისში კი
საუბარია ლექსიკური მარაგის მნიშვნელობაზე, მისი სწავლების საჭიროებებსა და
მეთოდებზე.
საკითხავი მასალა:
კითხვის სწავლების სარესურსო წიგნი,
გვ. 165-206
საშინაო
დავალება
·
აიღეთ რომელიმე ტექსტი, რომლის დამუშავებასაც აპირებთ თქვენს მოსწავლებთან. ტექსტში შეარჩიეთ სიტყვები შემდეგი კატეგორიებისთვის:
o სიტყვები, რომელთა მნიშვნელობა არ ეცოდინებათ მოსწავლეებს და რომელთა ცოდნაც აუცილებელია ტექსტის გააზრებისთვის
o სიტყვები, რომელთა მნიშვნელობაც იციან მოსწავლეებმა და ამავდროულად საკვანძო მნიშვნელობა აქვთ ტექსტის გააზრებისთვის.
მოიფიქრეთ, როგორ დაამუშავებთ ამ სიტყვებს გაკვეთილზე. რომელ მათგანზე გააამახვილებთ ყურადღებას ტექსტის წაკითხვამდე, წაკითხვისას თუ წაკითხვის შემდეგ? მიღებული შედეგები
განიხილეთ მასწავლებელთა ჯგუფში.
სამუშაო
მასწავლებლებისთვის
1. მოლოდინების გზამკვლევი -
პოზიციების დაფიქსირება
o თეზისი
1: სიტყვების მნიშვნელობებზე მუშაობის დროს ყველაზე ეფექტური სტრატეგიაა
მასწავლებელმა პირდაპირ განუმარტოს მოსწავლეებს ახალი სიტყვების მნიშვნელობა.
o თეზისი
2: ტექსტის წაკითხვამდე აუცილებელია დამუშავდეს ყველა შესაძლო გაუგებარი სიტყვა.
2. განიხილეთ ნანახი აქტივობები და
იმსჯელეთ, თუ რა მიზანს ემსახურება თითოეული მათგანი, რომელ უნარებს ავითარებს და
რაში ეხმარება იგი მოსწავლეებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий