воскресенье, 14 февраля 2016 г.

სესია № 6 კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით კლასებში (V-VI კლასები)

          წაკითხულის გაგება-გააზრება

   სესიის აღწერილობა:

ვიდეოსესია შეეხება გაგება-გააზრების უნარის განვითარებას და კითხვის სტრატეგიების სწავლებას. საუბარია გაგება-გააზრების შემაფერხებელი ფაქტორების შესახებ. ნაჩვენებია მხატვრული/თხრობითი ტექსტის გაგება-გააზრების სამფაზიანი გაკვეთილი. წარმოდგენილია საბაზისო მეთოდური რეკომენდაციები გაგება-გააზრების უნარის განვითარებისათვის.


სესიის შინაარსი:


    ·         რა არის გაგება-გააზრება და როგორ ვითარდება ეს უნარი?
·         გაგება-გააზრების შემაფერხებელი რამდენიმე ძირითადი ფაქტორი
·         გააზრების სამფაზიანი მოდელი: წაკითხვამდე, კითხვის დროს, წაკითხვის შემდეგ 
·         დისკუსია, როგორც გააზრების სწავლების ეფექტური მეთოდი
11 მეთოდური რეკომენდაცია მოზარდ მკითხველთა გაგება-გააზრების უნარის განსავითარებლად


საკითხავი მასალა:

კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე, სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებული. თავი 6, გაგება-გააზრება. გვ. 207-290, დანართი. ვიზუალური სქემები და გრაფიკული ორგანიზატორები. გვ. 349-411
ბმული: http://kargiskola.ge/teacher.php#

საშინაო დავალება:

გაიხსენეთ გაკვეთილის სამივე ფაზა. შეარჩიეთ თითოეული ფაზისთვის აქტივობები, რომელთა  გამოყენებითაც მოსწავლეებს დაამუშავებინებდით იმავე („მე და ანა“) ანდა მსგავს ტექსტს.
სამუშაო მასწავლებლებისთვის 1
·         როგორ გაააქტიურა მასწავლებელმა მოსწავლეთა წინარე ცოდნა? როგორ გააცნო ლექსიკური ერთეულები? როგორ წარუდგინა ტექსტი?
·         როგორ გამოიყენებს მასწავლებელი გამოწვევის აქტივობებს ტექსტზე მუშაობისათვის?
·         რა ალტერნატიულ აქტივობებს გამოიყენებდით წაკითხვამდე ფაზაზე თქვენ?
სამუშაო მასწავლებლებისთვის 2
·         რას აკეთებდა დისკუსიის მსვლელობისას მასწავლებელი?
როგორ იქცეოდნენ მოსწავლეები?
·         კიდევ რა ელემენტებით შეიძლებოდა ამ ფაზაზე განხორციელებული აქტივობების გამდიდრება?
სამუშაო მასწავლებლებისთვის 3
·         დაფიქრდით და იმსჯელეთ გაკვეთილის ამ ფაზაზე განხორციელებული მეთოდებისა და რესურსების ეფექტურობის შესახებ.

Комментариев нет:

Отправить комментарий