воскресенье, 14 февраля 2016 г.

სესია №8 კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით კლასებში (I-IV კლასები)

                            გაწაფული/გამართული კითხვა. ნაწილი 2, სესია 8


                                              სესიის შინაარსი:

ვიდეოსესიაში გრძელდება საუბარი გაწაფული ანუ გამართული კითხვის შესახებ. წარმოდგენილია გაწაფული კითხვის უნარის გასავარჯიშებელი სამი ეფექტური აქტივობა:
1.      მკითხველთა თეატრი მეტად სახალისო, საინტერესო და მოსწავლეთათვის მოტივაციის აღმძვრელი მეთოდია, რომელშიც ხალისით ერთვებიან როგორც პატარა მკითხველები, ასევე V-VI კლასელი მოსწავლეებიც. ვიდეოსესიაში წარმოდგენილია მეთოდის ორი ვარიაცია.
2.      კითხვა აუდიოჩანაწრის დახმარებით. მოსწავლეები კითხულობენ სინქრონულად მსახიობის აუდიოჩანაწერთან ერთად. წარმოდგენილია მეთოდის რამდენიმე ვარიაცია.
აუდიოჩანაწერის გაკეთება. მოსწავლეები აკეთებენ საკუთარი წაკითხულის აუდიოჩანაწერს, უსმენენ მას და აფასებენ.


                                                              საკითხავი მასალა:


კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე, სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებული.
თავი IV. გაწაფული/გამართული კითხვა. გვ. 127-164
ბმული: http://kargiskola.ge/teacher.php#

                                                               საშინაო დავალება:

·         შეარჩიეთ ტექსტი და გადაამუშავეთ მკითხველთა თეატრის აქტივობისთვის;
·         ჩაატარეთ მკითხველთა თეატრი;
გააკეთებინეთ რამდენიმე მოსწავლეს საკუთარი წაკითხულის აუდიოჩანაწერი.

Комментариев нет:

Отправить комментарий